ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, დიპლომატიური უწყების წარმომადგენლებს შეხვდა.
სარალიძემ და მისმა ადვოკატმა საელჩოების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესახებ. საუბრის თემა იყო ასევე რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია.
„ვისაუბრეთ დეტალურად, მაქსიმალურად შემჭიდროვებულად მივაწოდეთ ინფორმაცია პირველი დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე კომისიის მსვლელობასთან დაკავშირებით, აქციებთან დაკავშირებით. ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ. იმედი გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები თავის სიტყვას იტყვიან აუცილებლად“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე დიპლომატებს უკვე მეორედ შეხვდა.