ხაშურის რაიონულ სასამართლოში პატიმარს გაქცევის მცდელობა ჰქონდა. ინციდენტი გუშინ მოხდა, შედეგად კი არავინ დაშავებულა.
როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში “მეტრონომს” განუცხადეს, პატიმარმა ბადრაგს ტუალეტში გაყვანა სთხოვა, რა დროსაც მას ჰქონდა გაქცევის მცდელობა, თუმცა როგორც დეპარტამენტში ამბობენ, მეორე ბადრაგის დახმარების შედეგად მისი გაქცევის მცდელობა აღიკვეთა.
თვითმხილველი მედიასთან ყვება, რომ პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა დაგაქცევის სანაცვლოდ ფულს და ტრანსპორტს სთხოვდა, რასაც არ ადასტურებენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.