ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეროვნული ბანკი “თიბისი” ბანკიდან 4 მილიონის გაცემაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო დღეების სკანდალს ეხმაურება. საუბარია ზაზა ოქუაშვილის ინფორმაციაზე, თიბისი ბანკიდან არასამუშაო საათებში 4 მილიონი ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტის განაღდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას GBC.ge ავრცელებს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას „თიბისი ბანკიდან“ უცხოურ ვალუტაში გატანილი თანხის შესახებ.

ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკიდან გაცემული თანხა „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის პერიოდში კომერციულ ბანკს ეროვნული ბანკის საცავიდან უცხოური ვალუტის ინკასირება არ განუხორციელებია. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ოპერაციების განხორციელების პროცესში კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან დაიცვან „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პროცედურები და მოთხოვნები. აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული მასალები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას საჯაროდ ისაუბროს ტრანზაქციის დეტალებთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველთვის მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში ვრცელდება აუდიოაინწერები, რომლის მიხედვითაც, როგოც ომეგა ჯგუფის ლიდერი ოქუაშვილი ამტკიცებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან იყო შემთავაზებები რამდენიმე მილიონზე. მისი თქმით შეხვედრა შედგა ივანიშვილთან, რომელსაც ესწრებოდნენ იმ დორინდელი ბიზნესობუდსმენი გიორგი გახარია და ყოფილი მინისტრი ლევან ყოფოანი. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ფულის გამოძალვის მცდელობა იყო ივანიშვილის მხრიდანაც. პოლიტიკურ ჯგუფთა გარკვეული ნაწილი აღნიშნულ ფაქტს ბიზნესის რეკეტად აფასებს.

იტვირთბა....