“რანაირი შვილი მომიკლეს, სულ თავჩაქინდრული იყო, უწყინარი, უთქმელი, იმის მკვლელი უნდა მოძებნონ. იმგენს ივანიშვილი დაუცვია, ჩემ შვილს სააკაშვილი და იმას უთქვამს, წამოდიო და სასაფლაოზე ვილაპარაკოთო, რა მინდა ბიჭო სასაფლაოზეო, გინდა თუ არა, წამოდიო. გაქცეულა, რევოლვერი ჰქონია საცხა, გამოუტანია, არ მესროლო ბიჭოო, ამისი თქმა და სროლა ერთი ყოფილა”, – ამბობს ქუთაისში, საფჩხიაზე მოკლული მამაკაცის დედა.
მეზობლების ინფორმაციით მიზეზი პოლიტიკური იყო, თუმცა დეტალები მათ არ იციან. როგორც ირკვევა, სავარაუდო დამნაშავის ვიანობა პოლიციისთვის ცნობილია, თუმცა ჯერ დაკავებული არავინაა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე. 44 წლის გოგიტა სოფრომაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცს ორი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. როგორც მოკლულის დედა აცხადებს, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო, რომელიც სასაფლაოზე საქმის გარჩევით გაგრძელდა.