ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეს არის თავხედობა და სულში ჩაფურთხება – გოგი წულაიამ გზის გადაკეტვა სცადა (ვიდეო)

პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე გზის გადაკეტვა სცადა. წულაიას განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტროტუარი გაყიდა.

“იქ გაყიდულია ტროტუარი, სავალი გზა. ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, ტროტუარები გააკეთოს, ტროტუარებს ყიდის. მოსახლეობა აღშფოთებულია. რომ ამახინჯებს ქალაქს ჯანდაბას, მაგრამ სივრცეებს გიკეტავს, სასიარულოს გიკეტავს. ბიზნესი რომ განახორციელონ გაზის მილები მიწაში უნდა ჩადონ. ამის გამო, რამდენიმე საათით მოსახლეობას გაზი გადაუკეტეს. ვეკითხები ხელისუფლებასა და “სოკარს” – საავარიო რომ არის კი ბატონო, მაგრამ ვიღაც ბიზნესს რაღაცის გაკეთება მოუნდა და 100-ით ოჯახს უკეტავ გაზს, ამაზე ვინმეს პასუხისმგებლობა ხომ უნდა არსებობდეს?!

ეს არის თავხედობა და სულში ჩაფურთხება. მოსახლეობის სურვილი იყო გზის გადაკეტვა. იქ იყო შიშის ფაქტორი და მარტო მე არ გამომივიდა გზის გადაკეტვა. თუმცა, მივაღწიეთ იმას, რომ მერიის წარმომადგენლები მოვიდნენ და დაპირდნენ ხალხს, რომ აქ პროექტის განხორციელების საშუალებას არავის მისცემენ. რა თქმა უნდა, იტყუებიან, რადგან 2 500 ლარი “სოკარისთვის” გადახდილი აქვთ, რათა მილები მიწაში ჩაედოთ. თუმცა, მერია იძულებული გახდა, მოსახლეობას დაპირებულიყვნენ, რომ აქ არაფერს ააშენებენ”, – აცხადებს წულაია.

სამართალდამცავებმა წულაიას გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.

ვიდეო: megatv.ge

იტვირთბა....