ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანალიტიკოსები ეთნიკურ სომხებთან დაკავშირებით ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურებიან

არასამთვრობო სექტორი სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალქალაქში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას “რუსთავი 2” – თან საუბრისას ეხმაურება. ანალიტიკოსების შეფასებით, დაუშვებელია ეროვნული შუღლის გაღვივება.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ეთნიკურ სომხებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი თურქი ეროვნების მოსახლეობის მიმართ პრივილეგიების მინიჭებაში დაადანაშაულა.

სამოქალაქო სექტორის თქმით, მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება არის განსაკუთრებით სახიფათო ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ.

„ჩემთვის ეს გამაოგნებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებს მივეჩვიეთ სალომე ზურაბიშვილისგან. ამ რეგიონში დიდი ხანია, რუსეთი მუშაობს, რომ სეპარატიზმი წააქეზოს, ალბათ, ყველას ახსოვს სიტუაცია იქ ძლიან ძნელი იყო 2002-2003 წლებში და მოყოლებული იქიდან, რაც ამ რეგიონში აშენდა გზები და დასაქმდა ხალხი, ეს პრობლემა ჩვენ დავძლიეთ და ჩვენი ეთნიკური სომეხი თანამოქალაქეების ინტეგრაცია მოხდა. გამოცდილი დიპლომატის ლეგენდა ოდესღაც უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ ოდესღაც ყველა იტყვის სიმართლეს, მათ შორის იტყვიან სიმართლეს ჩვენი პროფესიონალი დიპლომატები, რა დღეში ჩააგდო ქართული დიპლომატია, როდესაც იყო მინისტრი,“- განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, თორნიკე შარაშენიძემ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატი “პოლიტიკური ნონსენსის” გავრცელებას აგრძელებს.

იტვირთბა....