ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“იცით, რატომ მოკვდა კალაძის ძმა? მე ზუსტად ვიცი…”

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ზაზა სარალიძის მიერ განცხადებას ეხება. გამსახურდიას თქმით, მან იცის, თუ რა მიზეზით დაიღუპა დედაქალაქის მერის, კახი კალაძის ძმა:

“ადრეც მაქვს დაწერილი: ციხეში რომ ვიჯექი და ივანიშვილი გამოჩნდა, ოპოზიცია შემოიკრიბა გარშემო, მივხვდი, რომ სააკაშვილის ამბავი დამთავრებული იყო. იმასაც მივხვდი, რომ პირადად ჩემთვის ეს იყო შანსი იქედან ცოცხალი გამოვსულიყავი. მაგრამ ამავე დროს, ცხადად და ნათლად ვიცოდი ისიც, რომ მთლიანობაში არაფერი გვეშველებოდა… რატომ? გეტყვით.

მიშა სააკაშვილი ხომ პროგრესის იმპულსს, წამოსულს საზოგადოების წიაღიდან, არ დაუმარცხებია. მიშა არ დამარცხებულა იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო ზნეობრივი, უფრო მდიდარი, განათლებული ან შეგნებული გახდა. მან წააგო მხოლოდ იმ უკიდეგანო სიძულვილის გამო, რაც მისი უსამართლო და ზღვარგადასული ქმედებებით იყო გამოწვეული, და იმ სიხარბის შედეგად, რომელმაც აიტაცა მასები ივანიშვილის ფულის მოლოდინში… ხიხომაც ამით ოსტატურად ისარგებლა, იხილეთ მისი ვიდეოჩანაწერები…

დავუბრუნდეთ ზნეობას და ღირსებას… მე არ ვსაუბრობ ახლა ზაზა სარალიძეზე. როდესაც შვილს ნაკუწებად დაგიჩეხავენ, მკვლელებს ცივ ნიავს არ აკარებენ და ამავე დროს ყოველდღიურად დაგცინიან და პოლიტიკურ სპეკულაციებს გაბრალებენ, ძნელია ადეკვატური დარჩე. ძნელია ადეკვატური დარჩე, როდესაც ხარ უბირი გლეხკაცი, და გაუმკლავდე სიძულვილს, შურისძიების წყურვილს, პოპულარობას, გამარჯვების ჟინს, ათას გარეწარს, ვინც გარს გახვევია და შენი გამარჯვებაც და დამარცხებაც მხოლოდ სათავისოდ სჭირია… ვისაც არ გესმით, წარმოიდგინეთ ოთახის შუაში კუბოში მწოლიარე დაჩეხილი შვილი, აი, ის, აქ რომ ეფერებით და ესიყვარულებით სკოლაში წასვლისას და ინსტიტუტში მოწყობისას, და მიხვდებით!

ამავე დროს რაა ის, თუ არა პოლიტიკა, რომ 15 წლის ორ მოზარდს ჩეხავენ ქალაქის ცენტრში და ხელისუფლება ერთიანად აფარებს ხელს მკვლელებს მათი მამების მეცადინეობით?! პოლიტიკა არაა ის, რომ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წევრები ქვეყნის ყვლეფის და გამოძალვის ბრალდებით ლონდონის სასამართლოში არიან დაბარებული? უდანაშაულობის პრეზუმფციაც დავიცვათ თუნდაც… სხვა მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი.

მაგრამ მინდა მივმართო იმ ბრბოს, რომელსაც სხვის საქმეში უყვარს ბინძური დინგის ჩაყოფა, სხვისი საცვლების ქექვა, და სხვის ტკივილზე მარილის დაყრა! მძორებო, იცით საერთოდ, რატომ მოკვდა კალაძის ძმა?! მე ზუსტად ვიცი. მისმა გამტაცებელმა ნაძირალებმა ის რომ წაიყვანეს, ე.წ. დიალიზის პროცედურას იკეთებდა. დიალიზს რამდენიმე დღეში თუ არ გაიმეორებ, თირკმელები იბლოკება და უბრალოდ კვდები. როდესაც მამას დაურეკეს და ფული მოსთხოვეს, მან უკვე ზუსტად იცოდა, რომ მისი შვილი ცოცხალი აღარ იყო!!! კალაძის ადვოკატობას მაინც ვერ დამაბრალებთ, ძაღლიშვილებო!

აი, ასე იყო… მოკლედ, იქედან ვიღაც ახვრები აკაკუნებენ, სარალიძე არცხვენს მის მკვდარ შვილსო, აქედან – კალაძემ ძმა გაყიდაო… ეხებიან, ურევენ დაჭრილ გულში დანას ეს ძაღლიშვილები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ ან გადაუტანიათ, რადგან მხოლოდ სხვის სუფრიდან გადმოყრილ ნამცეცებს არიან შეჩერებული მუდამ…

ამიტომ ახლაც მგონია, რომ ივანიშვილი კი დევს ბობსლეის ციგაზე 2020 წლისთვის, მაგრამ უღირსებობით ისევ ვერ მივაღწევთ გამარჯვებას. და რაც ყოფილა, იქნება კვლავაც თუ კიდევ უარესი არა…

შეგახსენებთ, გუშინ ქართული ოცნების ყრილობის დროს, ზაზა სარალიძემ კახა კალაძის ძმის გატაცების აბავი გაიხსენა – “კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, მან თავისი ძმა მოაკვლევინა” – ასეთი განცხადება გააკეთა ზაზა სარალიძემ, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. მოგვიანებით დედაქალაქის მერმა სარალიძეს უპასუხა.

იტვირთბა....