პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ბოლოდროინდელი აუდიოჩანაწერების შესახებ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ეს ძალიან მარტივი საკითხია.
“ძალიან მარტივად არის საკითხი – ოქუაშვილი თავად იწერდა მის საუბრებს. არის საუბარი კანონიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება თავისი საუბრები ჩაწეროს. ფაქტია, რომ როცა ფუნაში ჩაყოფ ფეხს არ უნდა იძახო, რომ კარგად და თბილად ხარ, რასაც დღეს ქართული ოცნება აკეთბს. იმის ნაცვლად რომ გამოიძიონ ეს ყველაფერი, უაზრო რიტორიკას აწარმოებენ. ვერ ხვდებან, რომ ამ უაზრო რიტორიკით კიდევ უფრო უახლოვდებიან უფსკრულს” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას გია ხუხაშილმა.
როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა ოქუაშვილისა და ივანიშვილის კერძო შეხვედრა სავარაუდოდ, ოქუაშვილის თხოვნით შედგა.
“ეს ალბათ იყო კერძო შეხვედრა ორ ადამიანს შორის, სავარაუდოდ ოქუშვილის თხოვნით. იმ პერიოდში როცა ეს ჩანაწერია გაკეთებული ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეც არ იყო. ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა – ერთი მხარე ამბობს რომ ამ შეხვედრაზე წილებზე იყო ლაპარაკი, მეორე მხარე კი ბიზნესის მხარდაჭერაზე საუუბრობს. ვფიქრობ, რომ ის მხარე რომელიც ბიზნესის მხარდაჭერაზე საუბრობს მეტი განმარტება უნდა გააკეთოს რა ფორმის და რა ტიპის მხადაჭერაზე იყო საუბრარი. მე თვითონ შეხვედრაში იმდენ პრობლემას ვერ ვხედავ, რამდენადაც შემდგომ განმარტებაში. ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე ლაპარაკი საქართველოში ბიზნესზე ძალიან არასერიოზულია. ჩვენ უნდა გვესმოდეს მისის მასშტაბები. საქართველოში მისთვის არ არსებობს ბიზნესი, რო ელიც მისთვის შეიძება საინტერესო იყოს” – განაცვხადა “მეტრონომთან” საუბრისას გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში ვრცელდება აუდიოაინწერები, რომლის მიხედვითაც, როგოც ომეგა ჯგუფის ლიდერი ოქუაშვილი ამტკიცებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან იყო შემთავაზებები რამდენიმე მილიონზე. მისი თქმით შეხვედრა შედგა ივანიშვილთან, რომელსაც ესწრებოდნენ იმ დორინდელი ბიზნესობუდსმენი გიორგი გახარია და ყოფილი მინისტრი ლევან ყოფოანი. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ფულის გამოძალვის მცდელობა იყო ივანიშვილის მხრიდანაც. პოლიტიკურ ჯგუფთა გარკვეული ნაწილი აღნიშნულ ფაქტს ბიზნესის რეკეტად აფასებს.