ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მსგავსი მეთოდებით შვილმკვდარ მამას არ უნდა შეუტიო”

პოილიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას ვატო შაქარაშვილი კომენატრი შეაფასა, რომელიც ზაზა სარალიძეს ეხებოდა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მსგავსი მეთოდებით შვილმკვდარ მამას არ უნდა შეუტიო.

“ყველა თავისი გარყვნილების ხარისხით ლაპარაკობს. ყველაზე სწორი კომენტარი კახი კალაძემ გააკეთა, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა და მოიქცა აბსოლუტურად სწორად. ყველა დანარჩენი ვინც ერთ მხარეს ან მეორე მხარეს ასე აგრესიულად უტევს, ყვალა ყველაფრის ღირსია. როცა თანაგრძნობის შეგრძნება არ აქვთ და აბსოლუტურად გულგრილბი არიან, ეს ერთი პრობლემაა და მეორე ის, რომ  პოლიტიკური ანგარიშის მიზნით ნებისმიერ რამეზე ხელის მომწერები არიან.

ზაზა სარალიძეს რათქმაუნდა სიტყვა ცუდად გაექცა და ეს არ არის მოსაწონი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ უნდა ადგე და შვილმკვდარ მამას შეუტიო მსგავსი მეთოდებით” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას გია ხუხაშვილმა.

გუშინ გადაცემა “არჩევანში” შაქარაშვილმა განაცხდა, რომ ზაზა სარალიძის მორალური მხარე გუშინ საბოლოოდ გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ  “ქართული ოცნების” ყრილობის დროს, ზაზა სარალიძემ კახა კალაძის ძმის გატაცების აბავი გაიხსენა – “კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, მან თავისი ძმა მოაკვლევინა” – ასეთი განცხადება გააკეთა ზაზა სარალიძემ, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა.

ამის შემდეგ თბილისის მერი კახა კალაძე, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის მამის, ზააზა სარალიძის კომენტარს უპასუხა.

“მე პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას. ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძე.

ცოტა ხნის წინ კი ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც კახა კალაძის განცხადებას პასუხობს.

“პატივი მაშინ უნდა გეცა, როცა ცილს წამებ მეც და ჩემ შვილსაც. ენას სამი რამ აკავებს და უნდა გეყოს კაცობა არასწორი შეფასება რომ არ გააკეთო. აწი გვიანია შენი პატივისცემა. ვიღაცეების გულის მოსაგებად დათოს შეურაცხყოფას არ გაპატიებ არც შენ და არც არავის” – წერს ზაზა სარალიძე.

იტვირთბა....