ახალი ამბები მთავარი სამართალი

გვარამია – ძვირფას “ქოცებს”, სინთეზური ხმის გამოყენებით, დაუმონტაჟებიათ სააკაშვილის სატელეფონო საუბრები და აპირებენ წინასაარჩევნოდ გამოყრას

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, რომ სინთეზური ხმის გამოყენებით ხელისუფლებამ სააკაშვილის სატელოფონო საუბრები დაამონტაჟა.

“ძვირფას “ქოცებს”, სინთეზური ხმის გამოყენებით დაუმონტაჟებიათ სააკაშვილის სატელეფონო საუბრები მისი პარტიის წევრებთან და რამდენიმე სხვა ადამიანთან, ჩემი ჩათვლით. როგორ ყვირის, ჩხუბობს და შეურაცხყოფებს აყენებს და აპირებენ წინასაარჩევნოდ გამოყრას.

რა სისათუთეა საკუთარ ნამდვილ ჩანაწერებს მიხედეთ, ექსპერტიზით რომ დასტურდება მათი ნამდვილობა. და დაელოდეთ ბიძინას წარმოთქმულ ოთხ მილიონს”, – წერს გვარამია.

იტვირთბა....