დღეს, ქუთაისში,პარლამენტის წინ აქცია გაიმართება სახელწოდებით – “დატოვე პარლამენტი ქუთაისში”. აქციაზე მონაწილეები ქალაქიდან პარლამენტის გადატანას აპროტესტებენ. ისინი მასშტაბურ აქციებზე საუბრობენ.
სამბოში მსოფლიო ჩემპიონმა ბესო მიქელთაძემ კი დღეს შიმშილობა გამოაცხადა. ის პარლამენტის ქუთაისში დატოვებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, აღნიშნული მოთხოვნით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.