ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ბოკერია: “ფილიპ მორისს” მოსთხოვეს დათმობა დისტრიბუციის და “ომეგასთვის” გადაცემა, ეს რომ არ მოხდა, დააჯარიმეს”

ჩანაწერში, სადაც ბატონი ჩხარტიშვილია, სქემაზე როცა საუბრობენ, ოქუაშვილთან და ჩუბინიშვილთან ერთად, რომ შენ ეს გექნება, ჩვენ ეს გვექნება, პარტიაში ასე წავა, –  ამ სქემის განხორიცლება ცხოვრებაში დაიწყეს და გადაწყვეტილება მიიღეს:

“ფილიპ მორისს” მოსთხოვეს დათმობა დისტრიბუციის და “ომეგასთვის” გადაცემა, ეს რომ არ მოხდა, დააჯარიმეს “ფილიპ მორისი”.  ეს საჯარო ინფორმაციაა, რამე საიდუმლო კი არა, დიდი სკანდალი იყო. დაუკვეთეს სასამართლოს. ამ სქემის პირველი ეტაპი განახორიცელეს. უზარმაზარ ამერიკულ კომპანია “ფილიპ მორისს” დაადეს მილიონობით ჯარიმა, რომ ისინი ამ სქემას არ დაემორჩილნენ.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “რეაქციაში” განაცხადა. მან ისაუბრა “ომეგა ჯგუფის” საქმეზე და განაცხადა, რომ ჩანაწერებში რაზეც არის საუბარი, საზოგადოებამ ამ სქემის მიხედვით ნახა ცხოვრებაში განხორციელებული რეალური ნაბიჯები.

იტვირთბა....