“პატრიოტთა ალიანსის” დამფუძნებლის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მან არაფერი იცოდა თავისი პარტიის წევრების, ნატო ჩხეიძისა და ზაზა ოქუაშვილის ირგვლივ განვითარებული სკანდალის შესახებ, სანამ “რუსთავი 2”-ის ეთერით არ გაიგო.
“ჩვენთვის ეს იყო წარმოუდგენელი. ჩვენ არაფერი ვიცოდით და მე ვიყავი ბრმა, არ ვიცოდი რა ხდებოდა 2 წლის წინ, რაზეც ახლა მიდის საუბარი. არ ვიცი ისიც, რა იქნება ხვალ, ზეგ და მაზეგ. ჩვენ ვთხოვეთ ქალბატონ ნატოს პარტიაში მოსვლა და ამ საკითხების გავლა.
ქალბატონ ნატოს გული წყდებოდა და რის გამოც დატოვა პარტია, მისი თქმით ის იყო, რომ ჩვენგან არასათანადო მხარდაჭერა იგრძნო. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ბატონმა დავით-თარხან მოურავმა შეკრიბა პოლიტსაბჭო. ჩვენ გადავწყვიტეთ, მხარდაჭერა და ვთხოვეთ ქალბატონ ნატოს, რომ დეტალურად განეხილა ეს საკითხი. ის აღარ მოსულა და არ გაცნობია განცხადების ტექსტს”- განახადა ინაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში”.
მისი თქმით, მის თანაგუნდელებს დუმილი უნდა აერჩიათ, რადგან “ზოგჯერ დუმილი გაცილებით ზნეობრივია”:
“ნატო ჩხეიძემ და ზაზა ოქუაშვილმა არჩევანი გააკეთეს “რუსთავი 2”-ზე და “ნაციონალურ მოძრაობაზე” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა” „გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა “ომეგას” დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს“.