ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნატო ჩხეიძე: რასაც ოქუაშვილი ივანიშვილზე ამბობს, ამის მტკიცებულებები არსებობს და გამოჩნდება

„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის შეხვედრის შესახებ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.

მისი მოლოდინით კი საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეს არ გამოიძიებს. მისი თქმით, საგამოძიებო უწყება მხოლოდ ზაზა ოქუაშვილისა და “ომეგა ჯგუფის” წინააღმდეგ იმოქმედებს.

“მე დარწმუნმებული, რომ ვარ სხვა ქვეყნის სასამართლო ამას ბოლომდე მიიყვანს. ის სასამრთლო, სადაც ჩვენი ჩრდილოვანი ხელი და გავლენები ვერ მისწვდება. ამის მოლოდინი მაქვს და დარწმუნებული ვარ” – განახადა ჩხეიძემ.

მისი თქმით, თუ ჩანაწერები გამოქვეყნდება ბიძინა ივანიშილსა და ზაზა ოქუაშვილის შეხვედრის, მაშინ ივანიშვილი უარყოფს, რომ ჩანაწერში თავადაა:

ბიძინა ივანიშვილს ალბათ დიდი იმედი აქვს, რომ ეს ჩანაწერი თუ არ იქნება, ვერაფერიც ვერ დაუმტკიცდება, თუ იქნება, ალბათ მაშინ იტყვის, რომ მე მე არ ვარო. მაგრამ დამერწმუნეთ, რომ მტკიცებულებები იმისა, რასაც ზაზა ოქუაშვილი ამბობს, “ოცნების” წევრებს და “პატრიოტთა ალიანსის” წევრებსაც არ სჯერათ, გამოჩნდება. არც ძალიან დიდი ხანი არ უნდა ამას. ეს ყველაფერი სიმართლეა”- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა” „გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა “ომეგას” დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს“.

ბიძინა ივანიშილმა გუშინ თავიცი თანაგუნდელები გააფრთხილა, რომ თუ ვინმე ამ საქმესთან დაკავშირებით რამეს ჰკითხავთ, მათ უნდა უპასუხონ, რომ ფაქტის ამსახველი ჩანაწერი არ არსებობს.

იტვირთბა....