„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი მფლობელის, დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებით, პროკურატურამ შეაჩერა მოქმედებები და უწყება არ ჩქარობს 4 მილიონთან დაკავშირებული საკითხის გამოძიებას.
მან თოქ-შოუ “რეაქციაში” განაცხადა, რომ პროკურატურას ჰქონდა შემუშავებული გეგმა, რომელიც შემდეგ ჩაეშალა:
“პროკურატურას ჯერ არ გამოუძახია ის დირექტორები, რომლებიც თავად ამბობენ, როგორ იყვნენ იძულებული ავტომატიანი პირების იძულებით ჩაედოთ თანხა მანქანაში. როგორც ჩანს, ძალიან არ ჩქარობენ, როგორც ჩანს სხვა გეგმა აქვთ.
მე ესეთი შთაბეჭდილება შემექნა, რომ თავდაპირველად სხვანაირი გეგმა ჰქონდათ. მათ რატომღაც მიაჩნდათ, რომ ოქუაშვილი-ქუმსიშვილით უნდა მოემთავრებინათ ეს საქმე. რატომღაც იფიქრეს, რომ ოქუაშვილმა რაღაცა მანქანა გადასცა ქუმსიშვილის. ყოველ შემთხვევაში, მის ნათესავს და ასე უნდა ყოფილიყო ეს საქმე დამთავრებული, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ქუმსიშვილმაც გაიგო. ამიტომაც უჩივლა ყიფიანს. ავთენტურობა სულ არ დასჭირვებია ბატონ ქუმსიშვილს. მშვენივრად ხედავს ვინ რას ლაპარაკობს.
ავთენტურობის დაცდა არ დასჭირვებია თავად გახარიას, ივანიშვილს და ჩხარტიშვილსაც. ისინი ადასტურებენ, რომ ის ყველაფერი, რასაც ისმენენ, დიახ, მოხდა. გეგმა ჩაეშალა პროკურატურას , მას შემდეგ, რაც “ომეგას” ერთ-ერთმა დირექტორმა ძალიან დაწვრილებით მოყვა ის საქმე, რაც ბანკის თემას შეეხებოდა. ამის შემდგე, როგორც ჩანს, ჯერ ახალი სცენარი და გეგმა არ შეუმუშავებიათ და ამიტომ ჩემი დაკითხვაც შეაჩერეს”- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა” „გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა “ომეგას” დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს“.