ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ლევან ყიფიანი საგანგებო განცხადებისთვის ემზადება

როგორც ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელიც ბოლო დღეებში გავრცელებული აუდიოჩანაწერების ერთ-ერთი “გმირია”, უახლოეს დღეებში საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.

„უახლოეს დღეებში ბატონი ლევანი ამ საკითხებთან დაკავშირებით გააკეთებს საგანგებო და ფრიად მნიშვნელოვან განცხადებას. არის უამრავი დეტალები, რომლებზეც ვთქვათ, ამოჭრილი, დადასტურება ან უარყოფა აბსოლუტურად ამოგდებული იქნება კონტექსტიდან, ჩვენ არ გვინდა ამ რაღაც გაუგებრობაში ამოვყოთ თავი. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ერთობლიობაში რამდენიმე დღეში, არ გამოვრიცხავ, ხვალ-ზეგ, გავაკეთებთ საკმაოდ მნიშვნელოვან განცხადებას,“ – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ლევან ყიფიანი რამდენიმე ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, სადაც საუბარია “ომეგა ჯგუფის” მეპატრონეებზე, რომ მათ უნდა გადაიხადონ გარკვეული თანხა. საუბარი საზოგადოებაში შეფასდა როგორც სახელმწიფო რეკეტი. ჩანაწერებში ლევან ყიფიანი ხელისუფლების წარმომადგენლად გვევლინება. ჯერჯერობით, მიმდინარეობს გამოძიება და ჩანაწერების ავთეტურობა დადგენილი არ არის.

 

იტვირთბა....