ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია: “ჩემთვის ფასი დაეკარგა ამ სერიალებადქცეულ ჩანაწერებს”

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და დეპუტატმა ეკა ბესელიამ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ მანამდე ვერ ისაუბრებს ჩანაწერებზე სანამ სასამართლო მის ავთენტურობას და მოპოვების სამართლებრივ წყაროს  არ დაადგენს.

“საერთოდ დაეკარგა ჩემთვის ფასი ამ სერიალებადქცეულ ჩანაწერებს. ეს უკვე აშკარად სრულიად სხვა პოლიტიკური დღის წესრიგის მატარებელია. რაც შეეხება ამ საკითხის სამართლებრივ მხარეს, გეტყვით, რომ პასუხისმგებლიანი ადამიანი ნებისმიერ ასეთ მასალას საგამოძიებო ორგანოს მიუტანდა, გადასცემდა და მოითხოვდა ამ ფაქტების გადამოწმებას. გუშინ ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ ფალსიფიცირებულია ერთ-ერთი ჩანაწერი. ეს თავდაყირა აყენებს ვერსიას, რომ ჩანაწერები უნდა მივიღოთ როგორც უტყუარი ფაქტი. ჩემთვის ნებისმიერი ასეთი ჩანაწერი იწვევს კითხვას – არის თუ არა ავთენტური და კანონიერი გზით მოპოვებული. მე ვერ ვიმსჯელებ მის შინაარსზე, ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....