დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვივილის ვიზიტს ახალქალაქის კულტურის ცენტრთან ინციდენტი მოყვა.
შენობაში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა იმართებოდა.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შენობასთან ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენელი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მივიდა.
მასთან ერთად იყო კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სალომე ზურაბიშვლის კანდიდატურას აპროტესტებდნენ. მათსა და ზურაბიშვილის მხარდამჭერებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. სიტუაცია პოლიციამ მალევე განმუხტა.