დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ტაქსის სერვისის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა, რომ ტაქსების საკითხზე დაწყებული რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი და წარამტებულია.
„რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია საზოგადოების მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა, რომ ეს რეფორმა იყოს განხორცილებული და ტაქსების სერვისი იყოს მოწესრიგებული. მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს უკვე გაცემული აქვს 12 000-მდე ნებართვა, ახლაც მიმდინარეობს მსურველებზე ნებართვების გაცემა. ამის პარალელურად, იცით, რომ პირველი ოქტომბრიდან თბილისში უკვე მოძრაობენ რეგისტრირებული ტაქსები. კიდევ ერთხელ შევახსენებ ტაქსის სერვისის განხორციელების მსურველებს, რომ ვინც არ არის დარეგისტრირებული, ამისათვის გამოეწერებათ ჯარიმა 200 ლარი. მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის” – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ერთი წლის შემდეგ განხორციელდება, სადაც გაწერილი იქნება ვიზუალური სტანდარტები და 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
„ვიზუალური სტანდარტი მოიცავს ფერს. საკრებულოში ჩვენს მიერ ინიცირებულია თეთრი ფერი. ჩვენ კარგად გვესმის იმ ადამიანების, რომელთა ოჯახებისთვის ტაქსის მომსახურებით მიღებული შემოსავლი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე მიმართულებით ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ექნებათ ბენეფიტები. ისინი გათავისუფლებული იქნებიან საშემოსავლო გადასახადიდან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ ავტომობილზე რეკლამა განათავსონ და ეს იქნება მათი პირადი საკუთრება. ქალაქში სხვადასხვა ლოკაციებზე იქნება საპარკინგე ადგილები გამოყოფილი, რომელიც მათთვის იქნება უფასო, ასევე ტაქსის მანიშნებელი და მანათობელი უფასოდ გადაეცემათ” – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებულ მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი ტაქსის მძღოლებს, რომელთაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემათ.
კალაძის განცხადებით, ტაქსების სერვისის მოწესრიგებასთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების პროცესში დედაქალაქის მერიას საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა აქვს.
„ასე რომ, ჰოლანდიისა და თბილისის შტაბკვარწირებმა ერთმანეთში ატარონ გამოკითხვები, თუ როგორია დედაქალაქის მერიის რეფორმა ტაქსებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.