ე.წ. სარდაფის ინციდენტი და კიდევ ერთ ახალი აუდიო მასალა, რომლის მთავარი ფიგურანტი ლევან ყიფიანია. ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების დეტალებს უყვება. ყოფილი მთავარი პროკურორის სახელს არ ახსენებენ, თუმცა საუბრიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ პირი, რომელმაც ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაიყვანა, გააშიშვლა, აწამა და გაუპატიურებით ემუქრებოდა, სწორედ ოთარ ფარცხალაძეა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
„გიორგი ქურდაძე – რომ შემოხვედი შემოგხედე რაღაც სისხლიანი გქონდა აქ.
ლევან ყიფიანი-რაღაცა ეს იყო რა, შევაგინე რა.
გიორგი ქურდაძე-შენ შეაგინე კაცო? რათა?
ლევან ყიფიანი-შესაგინებელი იყო.
ნიკოლოზ ასანიძე-ეგეთ იმაზე წავიდა ურთიერთობა?
ლევან ყიფიანი-კი.
ნიკოლოზ ასანიძე-რამე გაკადრეს ეტყობა, თორემ აბა რატომ შეაგინებდი.
ლევან ყიფიანი-არაუშავს ხდება კაცები ვართ, რა. პროსტა ეგეთი ტიპები არიან იცი როგორები არიან-მე მგონი ჩვენ შორის რჩება, როცა პოლიციელი ხარ, მერე ძველი ბიჭი ხარ, მერე პროკურორი ხარ, ძაან ძნელია რა ეხლა. როცა გინდა პროკურორი ხარ, როცა გინდა ძველი ბიჭი ხარ, ეგეთი რაღაცეები აღარ ხდება. რა ქვია ეს ტიპი ჩალიჩობსო პირდაპირ.”
შეგახსენებთ, რომ “ომეგა-ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ყოფილმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაიყვანა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.