ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადვოკატი ვანო მერაბიშვილის დიაგნოზზე საუბრობს

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა, ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო.

როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, მერაბიშვილი დღეს კლინიკაში დარჩება სრული კვლევის ჩასატარებლად.

“ვანო მერაბიშვილის დღევანდელი საავადმყოფოში გადაყვანა ემსახურება იმას, რომ ამ დრომდე არ იციან მისი დიაგნოზი. სწორედ ამიტომ არ ხდება მისი მკურნალობა. მე მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი მთავარ ექიმსთვისა  და გენერალური დირექტორისთვის. მათ მითხრეს, რომ მერაბიშვილთან შევა რამოდენიმე სხვდასახვა პროფილის მქონე ექიმი და ჩაუტარდება გამოკვლევა. ჰორნერის სინდრომთან დაკავშირებით არ არის დადგენილი რამ გამოიწვა ეს დაავადება. ეს შეიძლებ იყოს სიმსივნური დაავადებები ან ინტოქსიკაცია. ჩვენ არ გადმოგვცემია წინა კვლევების შედეგები და არ მოგვეცა შესაძლებლობა პასუხები გადაგვეგზავნა უცხოეთში. ვიმედოვნეთ რომ ამ კლინიკიდან მერაბიშვილის გაყვანა არ მოხდება როგორც წინა შემთხვევებში. დღის ბოლომდე ველოდებით დიაგნოზსს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა აღოაროს რომ არიან უძლურები.

მე გუშინ მოვისმინე იუსტიციის მინისტრის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მერაბიშვილის არაფერი სჭირს და გამოკვლევენი არ სჭირდება. ამ განცხადებიდან 8 საათში მერაბიშილი გადაიყვანეს კლინიკაში. შესაბამისად ეს არის ურთიერთგამორიცხავი ფაქტორები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ექიმები აპირებენ მის კლინიკაში დატოვებას სრული კვლევისთვის” – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვიდან კლინიკა “მედი ქლაბში” გადმოიყვანეს. ადვოკატებისთვის და ოჯახის წევრებისთვის მისი გადმოყვანის მიზეზი დაუდგენელია. ცოტა ხნის წინ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებაც გაავრცელა.

იტვირთბა....