ბოლო დღეებში გავრცელებულ სკანდალზე, რომელიც 4 მილიონს და “თიბისი ბანკიდან” გამოტანილ თანხას ეხება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ეხმაურება. მისი თქმით, საზოგადოების პრობლემა ტყუილის ტირაჟირებაა. მოვუწოდებ ყველას, იყვნენ გულწრფელები და თავისი პრობლემები არ გადაიტანონ სხვაზე, – აცხადებს ხაზარაძე „ომეგა ჯგუფის“ ბრალდებებთან დაკავშირებით.
„ჩვენი ბანკი 10 წელია, მუშაობს 20:00 საათამდე. შეგიძლიათ, დეტალურად ნახოთ ყველა პროცედურა და სისულელეებზე არ მინდა რაღაც კომენტარების გაკეთება. ბანკი არის სერვისის კომპანია. თუ თქვენ კომპანიას ხსნით, თუნდაც 20 წუთით ადრე, გაქვთ ფული და თქვენი დირექტორი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია, თანხა გაატანოს. რა შუაშია, რამდენი დღის დაფუძნებულია კომპანია, თუ რეგისტრირებულია და ყველაფერი ბანკში წარმოდგენილი. ეს არის მთელი ამბავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცილისწამებას უნდა შევეშვათ ყველა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა“ ფირმაზე, რომელიც 24 საათის გახსნილი იყო, ერთბაშად ოთხი მილიონი გასცა, რაც პროცედურის დარღვევა იყო და კანონის მიხედვით, ბანკს ეს თანხა არ უნდა გაეცა.