“კაცი თურმე პატიოსნად იხდის გადასახადებს, მაგრამ დააწვნენ და ნუ, ბიძინას 4 მილიონი ჰაერივით სჭირდებოდა. ერთი რამ მითხარით, თქვენ 4 ლარისთვის გაისვრით ხელს სადმე? აი, ტალახში რომ დაინახოთ, 4 ლარს აიღებთ? ხომ არ აიღებთ? 4 მილიონი მილიარდერისთვის ფაქტიურად იგივეა. ის ახმარებს ამდენ ქველმოქმედებას და 4 ლარი გამოსწოვა თურმე ამდენი დიდი წვალების შემდეგ ასეთ ტანჯულ პერსონაჟს, ყველაფერი გასაგებია მგონი, მაგრამ აუცილებელია, რომ პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა ძალიან გულუბრყვილო, ბრაზილიური სერიალების მოყვარულ ხალხს აჩვენოს და მათ ჰქონდეთ ყველა პასუხი აუცილებლად ”, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ “ომეგა-ჯგუფის” დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით 4 მილიონი ლარი მოთხოვა.