მორიგი სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელიც „კურიერს“ სანდო წყარომ მიაწოდა. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში დასტურდება, რომ “თიბისი ბანკიდან” 4 მილიონის გატანის ოპერაციაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.
აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის, “ომეგა 2-ის” დირექტორი, გიორგი ქურდაძე და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი.
გიორგი ქურდაძე ლევან ყიფიანისგან იგებს ინფორმაციას, რომ ფულთან დაკავშირებით გიორგი გახარიამაც დაურეკა „თიბისი ბანკის“ დირექტორს, ვახტანგ ბუცხრიკიძეს, რომელსაც ჩანაწერის მიხედვით, გახარიას გარდა, სხვა პირებიც ეკონტაქტებოდნენ.