aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

“ამს ეარლაინზ”-ი რუსთავი 2-ში გასულ სიუჟეტს დეზინფორმაციას უწოდებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ამს ეარლაინზ“-ი  გუშინ, რუსთავი 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება. როგორც “მეტრონომთან” საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა მირიან სარიშვილმა განაცხადა, გადაცემა P.S.-ში გასული სიუჟეტი დეზინფორმაციაა და კონკრეტულ მიზნებს ემსახურება.

„ამს ეარლაინზ“-ი თვლის, P.S.-ის ჟურნალისტმა გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ კომპანიას არ აქვს მოქმედი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და ოპერირების ლიცენზია, თითქოს ის საქმიანობას ახორციელებს კანონის დარღვევით.  ასევე გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ კომპანიის დამაარსებლებს აქვთ კავშირი რუსეთთან და რუსულ ბიზნესთან.

სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაციით ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს (AOC) ვადა გაუვიდა და კომპანია კანონის უხეში დარღვევით ახორციელებდა საქმიანობას. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რისი დამტკიცებაც მარტივად არის შესაძლებელი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული AOC-ით. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ავიაკომპანიის ძველ AOC-ს ვადა გაუვიდა 2018 წლის 28 სექტემბერს, თუმცა 2018 წლის  24 სექტემბერს კომპანიას უკვე ჰქონდა ახალი AOC.

გავრცელებული ინფორმაციით კომპანიას 25 სექტემბრის შემდეგ არ აქვს ოპერირების ლიცენზია (OL), რაც სიმართლეს არ შეესასამება. ოპერირების ლიცენზიის მიღება სავალდებულო გახდა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N 98 ბრძანებით. ამ ბრძანების მიხედვით, ლიცენზიის ამოქმედების გარდამავალ პროცესში მოქმედ ავიაკომპანიებს მისი აღების ვალდებულება დაეკისრათ ექსპლუატანტის სერტიფიკატის ვადის გაგრძელებასთან ერთად.

„ამს ეარლაინზ“-ს აღნიშნული სერტიფიკატის საჭიროება დადგა მხოლოდ 2018 წლის 28 სექტემბრიდან, კომპანისს მიერ ახალი AOC-ის აღების შემდეგ. ამ დოკუმენტის მისაღებად განაცხადი  ავიაკომპანიამ 2018 წლის 10 ივლისს შეიტანა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქვს კანონით განსაზღვრული 3 თვე განაცხადის განსახილველად, რომელიც იწურება 10 ოქტომბერს.

რაც შეეხება კომპანიის დამაარსებელების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, ვინმე რუსეთის მოქალაქეს, სერგეი პოლსკის არავითარი კავშირი არ აქვს „ამს ეარლაინზ“-თან. ასევე, კომპანიის აქციონერებიდან მხოლოდ ერთია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.  სიუჟეტში არასწორად იყო გაჟღერებული აქციონერთა მოქალაქეობის საკითხი, რითაც ჰქონდათ მცდელობა კომპანია დაეკავშირებინათ რუსულ ბიზნესთან. ავიაკომპანიის დამაარსებლები არიან: სერგეი სამარინი (რუსეთის მოქალაქე); ანდრეი იანოვიჩი (მოლდოვის მოქალაქე); მირიან ჭყოიძე (საქართველოს მოქალაქე) და შპს აპოლაქს ჯგუფი (საქართველოში რეგისტრირებული შპს).

„ამს ეარლაინზ“-ი უარყოფს რუსთავი 2-ს ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანიას კავშირი აქვს მთავრობის მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებთან და მათი პატრონაჟით ახორციელებს უკანონო საქმიანობას.  „ამს ეარლაინზ“-ის წინააღმდეგ მიმართული ყველა ბრალდება მიზნად ისახავს კომპანიისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სახელის შელახვას. ეს არის გიორგი კოდუას მიზანმიმართული სტრატეგია, აჩვენოს თითქოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არ შესწევს უნარი ზედამხედველობა განახორციელოს ავიაკომპანიებზე, რითაც ცდილობს ცუდი რეპუტაცია შეუქმნას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას. ამ ქმედებებით ის იმედევნობს, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობის ცვლილება მოხდება მის სასარგებლოდ და ახალი კეთილგანწყობილი ხელისუფლება თვალს დახუჭავს მის არასახარბიელო წარსულზე ავიაციაში.

„ამს ეარლაინზ“-ი დაარსდა 2014 წელს და ყოველგვარი პატრონაჟისა და კორუფციული გარიგებების გარეშე ახორციელებს საქმიანობას, რითაც წვლილი შეაქვს ქართული ავიაციის პოპულარიზაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში”. – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

იტვირთბა....