საქართველოში პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება. ცვლილებას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1.925 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წელს ამ კუთხით დაფინანსება 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს.