ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვერ ვხედავ მიზეზს ივანიშვილის პროკურატურაში დაბარების”

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ვერ ხედავ მიზეზს ივანიშვილის პროკურატურაში დაბარების.

„მრჩება კითხვა რატომ დაუგროვდა ამდენი დავალიანება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ამხელა დავალიანება აქვს. ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში მოვისმინეთ ის პროცესი, რომელიც იყო. პირველ რიგში დარწმუნებული ვარ, რომ გადავადებები, რომელიც გაკეთდა საწყის ეტაპზე იყო მიმართული იმისკენ, რომ კომპანია და ადგილობრივი წარმოება დამდგარიყო ფეხზე. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს რეალობა, როდესაც “ომეგა ჯგუფს” 50 მილიონის დავალიანება აქვს დაგროვილი. ეს არის ის თანხა, რომლითაც უნდა დაფინანსდეს როგორც ჩვენი სოციალური პროექტები, ისე ჯანდაცვის პროექტები, პენსიონერები, მასწავლებლები და ა.შ. ვერც ერთი ფანტაზია, ვერც ერთი ჩანაწერი ვერ გახდება მიზეზი, რატომაც კომპანიამ არ უნდა გადაიხადოს გადასახედები. ნამდვილად, საქმე გვაქვს გადასახებისგან თავის არიდებასთან. პროკურატურა იღებს გადაწყვეტილებას ვინ დაიბაროს და ვინ – არა. არაფერი ინდულგენცია, არავითარი წრე იმ პირების, რომლის დაბარება არის ან არ არის შესაძლებელი, არ არსებობს. შესაბამისად, პროკურატურა თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ ვინმე ჰყავს დასაბარებელი, დაიბარებს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

იტვირთბა....