ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“იბერია” ასაჯაროებს 4 მილიონთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ფოტომასალას

ტელეკომპანია “იბერიამ” გაავრცელა ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სწორედ ლევან ყიფიანმა გამოიტანა ბანკიდან ფული. როგორც” იბერიას” წყარო ამბობს, ფოტოზე გამოსახულია ლევან ყიფიანი, რომელიც “თიბისი ბანკის” მოსაცდელში ზის თანხის გასატანად. ასევე გადაღებულია კადრები ბანკის გარე პერიმეტრზე, რომელიც მარჯანიშვილზე მდებარეობს.

ტელეკომპანიის მტკიცებით, 4 მილიონის გადარიცხვას ასევე ადასტურებს ის ქვითრები, რომლებიც “თიბისი” ბანკშია გაცემული. ერთ-ერთი გადარიცხვისას მილიონი დოლარია გადარიცხული, ხოლო მეორე ჯერზე კი 781 ათასი დოლარი. საქმე ეხება კომპანიას, რომელიც 2016 წლის 19 აპრილს დაფუნძდა და 21 აპრილს კი უკვე გადარიცხვა განხორციელდა.

ამ მიმართულებით აქვს პრეტენზია ომეგა ჯგუფის გენერალურ მენეჯერს. ის აცხადებს, რომ ახლადდაფუძნებულ კომპანიას 24 საათში არ უნდა ჰქონოდა ამხელა თანხის განაღდების უფლება, რადგან ყველა ბანკს არეგულირებს კანონმდებლობა, რომ 90 დღის განმავლობაში, ახლადდარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე ახორიცელოს მონიტორინგი, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

იურისტის თქმით, დოკუმენტის თანახმად, ფული გატანილი იქნა ერთ კვირაში, რაც კანონდარღვევაა:

შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა” „გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა “ომეგას” დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს“.

იტვირთბა....