ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არ გამოვრიცხავ, ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ვიღაცას საკუთარი ცხოვრების აწყობა სურს”

ოქუაშვილის განცხადებები ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ვიღაცას მისი სჯერა და ვიღაცას არა. ჩვენ ძალიან მძიმე ბრალდებები მოვისმინეთ. ერთი არის ფაქტების ნაწილი და მეორე არის შეფასებითი. ხელისუფლების ინტერესებშია, რომ ეს ყველაფერი იყოს გამოძიებული. თუ ისინი თვლიან, რომ სადღაც არის ფალსიფიკაცია და ტყუილი – ეს ჩვენ საზოგადოებას უნდა დაუმტკიცონ, – ამის შესახებ “მეტრონომს” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ბრალდებებს არ უნდა წაუყრუოს. თუმცა, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ მას არ ჯერა ივანიშვილის პირადი ჩართულობა რაღაც “რეკეტში”.

“რაც შეეხევა შეფასებით ნაწილს, ჩვენ არ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ რამდენად დამაჯერებელი იყო მისი საუბარი. რაც შეეხება ფულსა და მის ტრანზაქციებს, ეს უნდა გახდეს გამოძიების საგანი. მე ვფიქრობ, რომ სირაქლემის პოზა ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშავებს. თუ ხელისუფლებამ ამ ყველაფერს წაუყრუა, ეს იქნება საზოგადოებისთვის იმის მტკიცებულება, რომ ეს არის სიმართლე. ამიტომ ხელისუფლების ინტერესებშია რომ ყველაფერი გამოიძიოს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ჩემი შეფასებით ის, რომ პირადად მონაწილეობდა ან სარგებელს ნახულობდა, სავარაუდოდ, რაღაც “რეკეტში”, ამის დაჯერება ჩემთვის ფანტასტიკის სფეროა.  თუმცა, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელის ბოროტად გამოყენებით ვიღაცა ცდილობს პირადი კეთილდღეობის აწყობას. ასე, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილის ღირსების საქმეა, რომ ყველაფერს დაერქვას თავის სახელი.

ეს საქმე უნდა გამოიძიოს პროკურატურამ ძალიან დაფიქრებულად, რადგან მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს საქმე გაცდა სახელმწიფოს ფარგლებს. ჩვენ ვიცით როგორ მუშაობს ბრიტანული სამართალი და ვფიქრობ, რომ თუ დამაჯერებლობა არ იქნება, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგვექმნას.

ეს იყო პოლიტიკური განცახდებები. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მარტო იმ რეჟიმის სისატიკეზე მითითება არ არის ალიბი. ის, რომ სასტიკი იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვს. ისინი 6  წელია ხელისუფლებაში არიან და ნუ ცდილობენ გვაცხოვრონ წარსულში. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი და ერთი ორო სიტყვა უნდა გვითხან მომავალზეც.

ლევან ყიფიანთან დაკავშირებით ყველაფრი ცალსახად უნა გამოიძიონ. დღეს გარემოებების გამო ოქუაშვილი გახდა ვაშაძის მხადამჭერი. რაც “ქართული ოცნების” მიმართ მუშაობს. ეს მოხდა შეთქმულების თეორიის, გარემოებების თუ ალიანსის გამო, ეს ცალკე თემაა. ოქუაშვილი ფრთიანი ანგელოზი არ არის, მას აქვს ამ ისტორიაში თავისი ინტერესები. ოქუაშვილი ძალინ ცუდი კაციც რომ იყოს, რით ამართლებს ქართულ ოცნებას? თუ რანაირად ხდება ეს ყველაფერი?”, – აცხადებს ხუხაშვილი.

ოქუაშვილმა “კვირის აქცენტებში” დეტალურად ისაუბრა როგორ სთხოვდა ბიძინა ივანიშვილი  4 მილიონს და რა გზებით შეძლო მან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელისთვის ეს თანხა გამოერთმია.

„ავიღე და 4 მილიონი გადავრიცხე ანგარიშზე, რომელიც ერთი დღის გახსნილი ფირმა იყო. ფირმა იყო გახსნილი ოფშორში და დაჯდა 4 მილიონი, ინიშნება დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში, რომელიც აბსოლუტურად არის დარღვევა ყველა საბანკო პროცედურის,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისი თქმით თანხა გასცა “თიბისი ბანკმა,” რომელიც იმყოფებოდა გიორგი გახარიას ზეწოლის ქვეშ.

„ეს მოხდა “თიბისი ბანკში” დაიბარეს დირექტორები და რა ზეწოლის ქვეშ იყო ბანკის დირექტორი ბუცხრიკიძე და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტიო ხაზარაძე, დაიბარა გახარიამ. რეკავდა ფარცხალაძე, რეკავდა ლევანი. ვერ დაბლოკეს. “თიბისი ბანკს” უნდა დაებლოკა, ეს იყო აბსოლუტურად პროცედურის დარღვევა. ის რომ ფირმა 24 საათის გახსნილი იყო.  ის რომ ფირმაში 4 მილიონი ასე ერთბაშად არ უნდა გაცემულიყო. ამ შემთხვევაში მივიდა ბუხრიკიძე და უთხრა თვითონ. თანავუგრძნობ მე მას. ყველა ვერ გაუძლებს იმ ზეწოლას, რაც ჰქონდა ივანიშვილისგან და გახარიასგან,“- განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებდა რომ ბანკი დაიხურებოდა 06:00 საათზე და ამ თანხის გატანას ვერ შეძლებდნენ, თუმცა ზეწოლის შედეგად მოხდა ისე,  რომ ბანკმა თანხა გასცა 08:00 საათზე.

„დაკეტილი კარები, რომ გააღეს აბსოლუტურად პერიმეტრი კონტროლდებოდა შეიარაღებული ხალხით. ეს იყო დაყაჩაღება ბანკის. უთხრეს რომ ჩანთა რომელიც ეჭირათ ჩადებდნენ მანქანაში. შეიარაღებული კაცი ელოდებოდა, რომელმაც უთხრა რომ ეთქვა, რომ სახეში არ შეეხედა,“-განაცხადა ოქუაშვილმა.

მმართველი გუნდიდან, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომ მან ოქუაშვილს 4 მილიონი მოსთხოვა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, რომ ოქუაშვილი სპეკულირებით და გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ხელისუფლებას.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით კი, ოქუაშვილი მიხეილ სააკაშვილს შეეკრა.

იტვირთბა....