ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნება”: ირაკლი კობახიძის სახელით, ყალბი მისამართიდან ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური აცხადებს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის სახელით, ყალბი მისამართიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და მოუწოდებს მედიასაშუალებებს ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას”- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, რამდენიმე მედიასაშუალებამ ელექტრონული ფოსტით მიიღო თითქოსდა ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებული განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დილით ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერს და მხარდაჭერას ზურაბ ჯაფარიძეს გამოუცხადებს.

იტვირთბა....