გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მევენახეებსა და მწარმოებლებს შორის მოლაპარაკება შედგა. ის დღეს მევენახეებს შეხვდა.
„მევენახეებსა და მწარმოებლებს შორის მოლაპარაკება შედგა. ეს, რა თქმა უნდა, გარდაუვალიც იყო, რადგან საბაზრო კონიუქტურა დამაიმედებელია. რთველი რაჭაში ისევე წარმატებულად ჩატარდება, როგორც წინა წლებში და როგორც მთელ დანარჩენ საქართველოში. ჩვენთვის უბრალოდ აღმაშფოთებელი და მიუღებელია პროცესის პოლიტიზირება, იმ ადამიანების გრძნობების გამოყენება, ვინც მთელი წელი შრომობს, მათ შორის, ჩვენი მევენახეებისთვის და ფერმერებისთვის. ბევრი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, ამას სათავისოდ, სუბიექტურად იყენებს და ხშირ შემთხვევაში, ეს პროცესების სწორად წარმართვას ხელს უშლის“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ამბროლაურში მევენახეები ყურძნის დაბალ ფასად ჩაბარებაზე უარს აცხადებდნენ.