ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე ზურაბიშვილზე: “ცოტა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს სანამ შემხვდება”

პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, ვიდრე დებატებს გამართავენ, ცოტა ქართულ გრამატიკაში იმეცადინოს.

„სალომე ზურაბიშვილის დებატების შეთავაზება ჩემთვის ისეთივე გამოწვევაა, როგორც რუსთაველზე გაისეირნება. რომელ ეროვნულ არხზეც ინებებს, როცა ინებებს, რა კომპოზიციაშიც ინებებს ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არც დამოუკიდებელია არც დიპლომატი, არც ქართველი არაა. ერთი თხოვნა მაქვს, ცოტა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს სანამ შემხვდება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „შავი ძალის“ ორივე სახეს იწვევს დებატებში და მათთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს ნეიტრალურ სივრცეში.

იტვირთბა....