ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება გაეროში ბახტაძის გამოსვლას ეხმაურება

მამუკა ბახტაძის გამოსვლამ უცნაური შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ჩანს, მსოფლიო საზოგადოებას ქართული მხარე მუდმივად უნერგავს ცრუ წარმოდგენებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას თითქოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სურვილი უნდოდეთ, რომ არა “რუსი ოკუპანტები”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლას.

“ჩვენ იმედს ვიპოტევბთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები პროპაგანდისტული ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს, მაინც, აცნობიერებენ რეალურ მდგომარეობას. როგორც ცნობილია, რუსეთის პოზიცია თავიდანვე ცნობილია, მოუწოდებს საქართველოს, დაიწყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. უმჯობესია, ქართულმა მხარემ გამოიყენოს შესაძლებლობა, მოყვეს თავისი შეთავაზებების შესახებ ჟენევის დისკუსიის დროს, სადაც გაერო-სგან განსხვავებით, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებიც არიან. ჯერჯერობით, თბილისი ამ შესაძლებლობას გაურბის”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გარეო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს მოუწოდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარები.

იტვირთბა....