ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა მოხდა ლანჩხუთში: სატვირთო მანქანას საბურავი მოძვრა და სკოლის 3 მოსწავლე სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა

ლანჩხუთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი, ლადო აფხაზავა, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს სატვირთოს შუა გზაში საბურავი აქვს მომძვრალი.

პედაგოგი წერს, რომ დღეს მომხდარის გამო სამი მოსწავლე სიკვდილს სასწაულად გადაურჩა:

“ამ საბურავმა, ჩიბათის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ლამის იმსხვერპლა. ბავშვები როცა მეშვიდე გაკვეთილი შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ აღნიშნულ ავტომანქანას საბურავი ავტომაგისტრალზე მოძრაობის დროს მოუძვრა. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა სოფელ ქვიანში მოხდა, რომელმაც მცირეწლოვანი იმსხვერპლა.
როგორც თვითმხილვევლები ყვებიან ავტომანქანა ნორმაზე მეტად იყო დატვირთული, რამაც გამოიწვია საბურავის დაზიანება. თუმცა აღნიშნული კომპანიის ავტომანქანებს ხშირად ვხედავთ ასეთ მდგომარეობაში. გთხოვთ ვისაც ეს ეხება უსწრაფესად მოგვარდეს და აღმოიფხვრას პრობლემები რათა ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლონ უსაფრთხო გადაადგილება” – წერს აფხაზავა.

guriismoambe.com

იტვირთბა....