ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რატომ გადასცა აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ საქართველოს მთავრობამ რუსეთს “ენგურჰესი”

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა “ენგურჰესთან” დაკავშირებით განაცხა, რომ საქათველოს იმდროინდელმა მთავრობამ ჰესი რუსეთს გადასცა.

ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს ჰკითხეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაზეც, რომელსაც ხელს აწერენ მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და, რომელშიც წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა კითხვის პასუხად აღნიშნა, კითხვა უნდა დაისვას იმათ მიმართ, რომლებსაც ომის დამთავრებიდან მოკლე დროში ასეთი პოზიცია ჰქონდათ.

„ეს არის კითხვა და სკანდალი, რომელზეც უნდა ჰკითხოთ მათ, ვინც ამ პოზიციას იკავებდა ასე ადრე ომის შემდეგ.

მეორე კითხვა არის ის, რომელსაც არ ვიცი, რატომ არავინ არ სვამს – რატომ გადასცა საქართველოს მთავრობამ რუსეთს ენგურჰესი მმართველობაში 2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, ოქტომბერში. ამ დროს მინისტრი იყო ადამიანი, რომელიც დღეს ჩემი პატრიოტი კონკურენტია“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....