ფინანსთა ყოფილი მინისტრი და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოდარ ხადური ტელეკომპანია “იბერიას” სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით მზად არის კითხვებს უპასუხოს, თუმცა ამბობს , რომ ლონდონში გასამგზავრებლად ფინანსური რესურსი არ აქვს, – ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
„იბერიას საქმესთან დაკავშირებით ჩემი სახელი და გვარი არ ფიგურირებს, ისევე როგორც ჩემი გვარი და სახელი არ ფიგურირებს არცერთ სხვა საქმეში, მათ შორის არც ომეგა ჯგუფთან.
არ ვიცი, რაზე საუბრობდა ორი ადამიანი ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი თემებზე საუბრობენ, იმიტომ რომ ნოდარ ხადურს არავისთვის არასდროს არაფერი უთხოვია.
არავისთვის მიუცია რწმუნება რომ მისი მისი სახელით ესაუბრა ბიზნეს სუბიექტებთან. ნოდარ ხადურს ეგრე არ უცხოვრია და არც უმუშავია.
ძალიან გულწრფელად მინდა ვთქვა, არცერთ კითხვაზე პასუხს არ გავურბივარ და გავცემ, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე შემიძლია ჩემი რესურსებით ჩავიდე ლონდონში, ვიქირავო თარჯიმანი და ადვოკატი ძალიან ცდება.“-აცხადებს ხადური.