პრემიერ მამუკა ბახტაძის გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ეხმაურება.
ზოიძე მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოლოს გაკეთებული განცხადება ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებია.
„სალომე ზურაბიშვილმა განმარტა რა თავის განცხადებები, პოზიცია ჩვენ გვაქვს ერთი და თუ ვინმეს განსხვავებული პოზიცია აქვს, იმას არავინ არ დაუჭერს მხარს. განსხვავებული პოზიცია არ არსებობს ამ კუთხით, ჩემი აზრით, საქართველოში, არ ვიცი, თუ ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, რომელიც თვითონ სხვის ინტერესებს წარმოადგენენ ალბათ და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, ბოლო განმარტება რაც იყო, მისი ემთხვევა იმ პოზიციას, რაც ჩვენ გვაქვს, რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი და არღვევს ყველა შეთანხმებას, რომელიც კი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადასაჭრელად” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.