არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ჩვენ ეს არჩევნები მოგებული გვაქვს”

“საქართველოს ხელისუფლებას 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მივცემთ”- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდეტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საუბრობს.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ჩვენ ეს არჩევნები მოგებული გვაქვს. მთავარია, იმ ხალხს, ვისაც საქართველო ეზიზღება,  არ მივცეთ საშუალება გააყალბონ 28 ოქტომბრის არჩევნები. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არ მივცემთ ამის საშუალებას. ქუჩიდან არ გავალთ, გამოვიყენებთ ჩვენი კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებულ  ყველა ინსტრუმენტს. არ დაიჯეროთ, რომ ესენი უბრძოლველად წავლენ“ – განაცხადა ვაშაძემ შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებთან შეხვდრისას.

 

იტვირთბა....