„სულ რომ ნაკერებზე გაიხეს ივანიშვილი, მას ეს არჩევნები აქვს წაგებული. მისი ფალავანი უკვე დამარცხებულია,“- ასე გამოეხმაურა “კურიერთან” საუბრისას ბრიუსელიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს.
სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ხმას ჩინოვნიკები და ის ხალხი აძლევს, ვისაც ქვეყანა არ უვარს.
„ხალხმა უნდა იცოდეს, რომ რეალურად ვაშაძე იგებს ამ არჩევნებს, მაგრამ თუ ყველა ხმა წავა ვაშაძესთან, ის მოიგებს პირველივე ტურში, მათ უნდა იცოდნენ, რომ ბაქრაძისთვის მიცემული ხმა, არის დაკარგული ხმები. ბაქრაძის ხმების ნაწილი არის ის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ თვლის, რომ ბაქრაძე წარმოგვადგენს მე და „ნაციონალურ მოძრაობას.“ მინდა ვუთხრა ყველას, ბაქრაძე არ წარმომადგენს მე და არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.