ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში ავტოკატასტროფას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

ბათუმში ავარიის შედეგად ორი წლის ბავშვი დაიღუპა, სამი ბავშვი კი დაშავდა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ბავშვები ტაქსით გადაადგილდებოდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ტაქსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს გამოძიება. ტაქსის მძღოლი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

იტვირთბა....