ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბოკერია – კომისიის დასკვნით, ადრეულ ეტაპზევე დადგინდა, რომ მ.კ. მონაწილეობდა ჯგუფურ მკვლელობაში

კომისიის დასკვნით, ადრეულ ეტაპზევე დადგინდა, რომ მ.კ. მონაწილეობდა ჯგუფურ მკვლელობაში. ასევე, საკმარისი მტკიცებულელებია, რომ გაფუჭეულ საქმეშიც კი, მას ბრალი წაყენებოდა მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ გადაცემა “რეაქციის” ეთერში განაცხადა.

ბოკერიას განცხადებით, დადგენილია, რომ მ.კ-ს მკვლელობის მომენტში ცივი იარაღი, რომესაც სარალიძეს ურტყავდა.

“გასაგებად რომ აღგიწეროთ, ერთხელ კომისიის სხდომაზე ვცადეთ ეს პროკურორებისთვის გვეკითხა, როდესაც სამი ადამიანი ერთ ადამიანს ურტყამს – ორი დანას და ერთი მუშტებს, იმ მესამეს თანამონაწილეობისთვის უნდა წაუყენოთ ბრალი თუ არა?! ელემენტარული საკითხია. ეს დადგენილია ჩვენებებითაა დადგენილი. გამოძიების ვერსიით, ეს პირი დანების დარტყმის შუალედში ურტყავდა და აკავებდა სარალიძეს და ის თანამონაწილე არ არისო. პროკურორებს ვკითხე, იგივე რომ აქ ჩავიდინო რას იზამდით-თქო? არ წაგიყენებდით ბრალსო.  კომისიამ დაადგინა, რომ მ.კ.-ს ქონდა ცივი იარაღი, რომელსაც სარალიძეს ურტყავდა. იარაღი დაკარგულია, მაგრამ არის მოწმეების ჩვენებები, სადაც ნათქვამია, რომ მ.ს-ს აქვს იარაღი, ეს ამოღებულ ჩანაწერებში”, – აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ 10 სექტემბრიდან, მისი შვილის მკვლელების დასჯის, მოთხოვნით შიმშილობს. სარალიძის განცხადებით, პირველ რიგში, უნდა დააკავონ მ.კ. ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნითაც, მ.კ. დავით სარალიძის მკვლელობის თანამონაწილედაა მიჩნეული.

თუმცა, მ.კ. ამ დრომდე არაა დაკავებული.

იტვირთბა....