ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლომჯარია – არ ვთვლი, რომ სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიტიკური პარტიების გამოჩენა პრობლემაა

პირველ რიგში, არ ვთვლი, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიტიკური პარტიების გამოჩენა პრობლემაა. იმიტომ, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია, მისაღებია და არაფერს აკნინებს, – ეს განცხადება სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

ლომჯარიას განცხადებით, საკითხის პოლიტიზირებით მთავარი მესიჯები იკარგება.

“თუმცა, მიმაჩნია, რომ  ორივე მხრიდან ამ საკითხის პოლიტიზირება ხდება და იკარგება მთავარი მესიჯები ანუ იკარგება ის, რის მიღწევაშიც თანმიმდევრულები უნდა ვყოფილიყავით. ეს არის ეფექტური გამოძიება, დამნაშავეების დადგენა და სისტემის გაჯანსაღება. მე ვხედავ, რომ რეალურად პოლიტიკური ბრძოლა დაიწყო. ამ თავლსაზრისით, თანმიმდევრული ნაბიიჯები, რაც უნდა გაგვევლო, შეიძლება, დაიკარგოს. ჩემი მხრიდან, ვეცდები, გამოძიებაში თანმიმდევრულები ვიყოთ”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, პარლამენტის წინ 10 სექტემბრიდან აქციას მართავს მისი შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს.

იტვირთბა....