მომღერალი პაატა ბურჭულაძე გადაცემაში “რეაქცია” ბუტა რობაქიძის დედას ია მეტრეველს პასუხობს და აცხადებს, რომ საქართველოშ რომ არ ყოფილიყო, დღეს რუსთაველზე არ იდგებოდა.
“მე როდესაც შევხვდი ია მეტრეველის მეუღლეს, მივუსამძიმრე. მაგ დროს თბილისში არ ვიყავი, ეს ის პერიოდია, როდესაც იშვიათად ჩამოვდიოდი საქართველოში. მე მის შვილზე რომ გული დამწყდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მე რომ საქართველოში არ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, არც აქ ვიქნებოდი. თუ მაგ ქალბატონს წყინს, რომ აქ ვარ, ბოდიშს მოვიხდი”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
“ბატონ ბურჭულაძეს მინდა შევეხმიანო, გუშინ, მის მიერ გამოჩენილ გულისხმიერებაზე, ძალიან დამწუხრებული სახით რომ ჩამოჯდა სარალიძის გვერდით. ბატონო პაატა, არ მახსენდება თქვენი ჩემდამი ასეთი სოლიდარობა და დამწუხრება. ჩემი პატარა, ერთადერთი, უდანაშაულო, სახელმწიფოს მიერ დახვრეტილი ბიჭის მიმართ. არა მარტო ჩემი, არც ირინას და არცერთი, მიშას რეჟიმის მიერ, გაუბედურებული ოჯახების მიმართ… საერთოთ ხმაც კი არ ამოგიღიათ იმ 9 წლიანი ჯოჯოხეთის პერიოდში, მიმდინარე უბედურებებზე. მაშინ არ იყავით ასეთი გულჩვილი… სამწუხაროა, თუმცა, ყველას ლუსტრირება მოხდა,“- წერს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი “ფეისბუქის” გვერდზე.