ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბურჭულაძე – რუსთაველზე არა გარდაცვლილი ბავშვების, არამედ საქართველოს სიმართლის პანაშვიდია

მე ყოველ დღე ვივლი რუსთაველის გამზირზე 5-10 წუთით მოვალ და მივუსამძიმრებ გარდაცვლილის მშობლებს. აქ არის არა გარდაცვლილი ბავშების პანაშვიდი, არამედ აქ არის საქართველოს სიმართლის პანაშვიდი. ბატონი ზაზა და ბატონი მალხაზი არიან ის ადმაიანები, ვისაც უნდა მივუსამძიმროთ, – ამის შესახებ მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

ბურჭულაძე ხალხს მოუწოდებს, რომ რუსთაველის გამზირზე გავიდნენ და შვილმკვდარ მამებს დაუდგნენ გვერდში.

“მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები, რომ ეს “ნაციონალების: მიერ მართლი აქციაა. ჯერ ერთი, რამ გაყო “ნაციონალებისა” და “ოცნების” შვილები. ასეთი განცხადება როგორ შეიძლება გააკეთო?! ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ. მე მოვუწოდებ ყველა თბილისელს, რომ გამონახონ 5 წუთი და მოვიდნენ აქ.

მე ველოდები, რომ აქ ხალხი მოიმატებს და მოიმატებს. მე ეს არ მაინტერესებს. მე ყოველდღე 5-10წუთი მაინც უნდა ვიყო, რადგან არ მაქვს დიდი დრო. თავად ფონდი “იავნანა” სამძიმარს იმსახურებს”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრიდან რუსთველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია მიმდინარეობს. ისინი სამართლის აღდგენასა და მათი შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ. გუშინ სარალაძის განცხადებით, აქცია პოლიტიკური გახდა.

იტვირთბა....