“შესაძლოა, კანონპროექტი გაწვეული იყოს, მაგრამ ეს ინფორმირებული გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა მოხდეს”- ამის შესახებ პირველ არხთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მარიხუანის კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა შეიქმნას, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები გარკვეული შეშფოთების საფუძველზე მიიღება:
ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა იყოს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები გარკვეული შეშფოთებების საფუძველზე მიიღება, რომელსაც სერიოზული წინაპირობები არ აქვს. შესაძლოა, კანონპროექტი გაწვეული იყოს, მაგრამ ეს ინფორმირებული გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა მოხდეს და არა ემოციური გამოხატულებებით, რასაც ხელი კომუნიკაციის სერიოზულმა დეფიციტმა და საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებამ შეუწყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამჟამად მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია.