მამუკა ბერძენიშვილი, რომელსაც 8 წლით პატიმრობა 2,027447 გრამი ნარკოტიკული საშუალება MAMA-ს ფლობისთვის ჰქონდა მისჯილი, დღეს პრეზიდენტმა შეიწყალა.
ეს ინფორმაცია მისმა მეგობარმა გიორგი ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
დღეს ძალიან ბედნიერი დღე გვაქვს! ჩვენი ძმა მამუკა ბერძენიშვილი შეიწყალა პრეზიდენტმა!!!
კი მოუწია არაფრის გამო ერთ წელზე მეტი გალიაში ყოფნა, მაგრამ რაც მთავარია, ხმაურმა და აქტიურობამ შედეგი გამოიღო! ჯერ პროკურატურა (რომელიც თავიდან მაქსიმუმს ითხოვდა და პირველ ჯერზე 8 წელი შეეფარდა ბერძენას) წამოვიდა საპროცესოზე და ახლა უკვე შეწყალება შეეხლო უძმესს! სულ ასეთი კარგი ამბები გქონოდეთ და იცოდეთ, რომ აქტიურობას ყოველთვის აქვს აზრი!
პ.ს ჯერ კიდევ ათასობით ადამიანი არის ქვეყანაში, ვისი საქმეც არ გახმაურდა და ვინც ნარკოტიკის პირადი მოხმარებისთვის იხდის სასჯელს. სასწრაფოდ უნდა დასრულდეს ეს ფაშიზმი და ადამიანები პირადი მოხმარების გამო ოთხ კედელს შორის აღარ უნდა იყვნენ გამომწყვდეულები!!!”, – წერს ბერძენიშვილი.
2,027447 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ფლობისთვის მამუკა ბერძენიშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მამუკა ბერძენიშვილი პირველი არხის ყოფილი მონტაჟის რეჟისორია. ჯერ კიდევ მარტში მედიის წარმომადგენლები საზმაუს შენობასთან შეიკრიბნენ და პრეზიდენტს ბერძენიშვილის შეწყალება სთხოვეს.