ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კანონის დაცვა ჯერ შენ ლეკვებს ასწავლე, ჭკუას მოუხმე”: ზაზა სარალიძე პოლიციელს პასუხობს

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, სოციალურ ქსელში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აქციაზე რამდენიმე პირის დაჭერასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“კუპატაძე!!! ჯერ კანონის დაცვა შენ ისწავლე და შენს ლეკვებს ასწავლე სანამ დრო გაქ.ჭკუას მოუხმე ჯობია შენი მომავალი ცხოვრებისთვის” – წერს სარალიძე სოციალუ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე თანაუგრძნობს დაღუპული არასრულწლოვნების მამებს და იზიარებს მათ ტრაგედიას, თუმცა აცხადებს, რომ ეს მათ მხარდამჭერებს არ აძლევს უფლებას, პოლიციას წინააღმდეგობა გაიწიონ და შეურაცხყოფა მიაყენონ.

იტვირთბა....