ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სავარაუდოდ, სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია  რუსთაველზე მამების აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე მომხდარ იმ ინციდენტზე საუბრობს, როდესაც სამართალდამცველებმა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ კარვების მიტანის უფლება არ მისცეს, კარვები ძალის გამოყენებით ჩამოართვეს და მისი დაკავებაც სცადეს.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლების შეისწავლის აღნიშნულ ინციდენტს.

იტვირთბა....