“სუსი ზაზა სარალიძის პოლიტიკოსებთან საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს” – ასეთი განცხადება გააკეთა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ რუსთაველზე, პარლამენტის წინ სადაც გრძელდება შვილმკვდარი მშობლების აქცია.
“მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, დღეს 9 საათზე მოვიდნენ პარლამენტთან და დაგვიდგნენ გვერდით” – განაცხადა ელისო კილაძემ. მას მხარი დაუჭირეს შვილმკვდარმა მამებმა და ანალოგიური თხოვნით მიმართეს პოლიტიკურ პარტიებს.
კილაძის თქმით, დღეიდან აქცია პოლიტიკური ხდება.
შეგახსენებთ, დღეს ზაზა სარალიძე კარვების გაშლას გეგმავდა რუსთაველზე და როგორც ის ამბობს, პოლიციამ კარვები, საბნები და ბალიშები მოიპარა.