ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დროა დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურა”

ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც გუშინ, რუსთაველზე, შვილმკვდარი მშობლების აქციაზე, პარლამენტის წინ სიტყვით გამოვიდა განაცხადა, რომ შვილმკვდარი მამების აქცია პოლიტიკური ხდება.

“მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, დღეს 9 საათზე მოვიდნენ პარლამენტთან და დაგვიდგნენ გვერდით” – განაცხადა ელისო კილაძემ. მას მხარი დაუჭირეს შვილმკვდარმა მამებმა და ანალოგიური თხოვნით მიმართეს პოლიტიკურ პარტიებს.

კილაძის თქმით, დროა დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში.

“მივმართავ პარლამენტის წევრებს, უნდა დავიწყოთ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა, რადგან არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი სიძულვილის ენის პატრონი პარლამენტის თავმჯდომარე” – განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ზაზა სარალიძე კარვების გაშლას გეგმავდა რუსთაველზე და როგორც ის ამბობს, პოლიციამ კარვები, საბნები და ბალიშები მოიპარა.

იტვირთბა....